ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლა

,,ციფრული სკოლა-ცხოვრების სკოლა" პროექტზე მომუშავე გუნდი- ციფრული მხარდამჭერები, ლიდერთა გუნდი, ნოვატორი მასწავლებლები.

ციფრული რესურსის შექმნა pressbook-ის გამოყენებით

I-IV კლასის კურიკულუმისთვის შერჩეული ტექსტების მიხედვით ,,ციფრულმა მხარდამჭერებმა" PRESSBOOK -ში  შექმნეს ელეტრონული წიგნები :
ანეტა კაპანაძის მოთხრობა ,,სველი წერილი" http://dgtools.org/klasi2/
ნესტან კუპრავას მოთხრობა :,,პატარა გემი და პატარა დელფინი" http://dgtools.org/1klasi/
ნიკო კეცხოველის მოთხრობა ,, ია და ჭიანჭველა" //dgtools.org/4klasi/

გაზიარება:

მეხუთე კლასელების შთაბეჭდილებები Kahoot-ის შესახებ

Made with Padlet
გაზიარება:

ინგლისური ენის გაკვეთილი kahoot-ის გამოყენებით

 აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს kahoot -ის გამოყენება საპილოტე კლასში. 
საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და მიმზიდველი გახდა თითოეული მოსწავლისთვის.

გაზიარება:

ლიდერთა გუნდის დიზაინზე მუშაობის გამოცდილება

Made with Padlet
გაზიარება:

საგანმანათლებლო ქსელი edmodo-ს გამოყენება სასწავლო პროცესში

     საპილოტე კლასში აქტიურად ინერგება საგანმანმანათლებლო ქსელი edmodo-ს გამოიყენება.
     edmodo უზრუნველყოფს მოსწავლეებთან კომუნიკაციას, დავალებების გადაგზავნას,  ტესტირებას და შეფასებას.

გაზიარება:

ონლაინ ინსტრუმენტ kahoot-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

kahoot-მა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებსა და მასწავლებლებში.
მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას.
გაზიარება:

მოსწავლეები საგანმანათლებლო ციფრულ პროგრამებს სწავლობენ


   უფროსკლასელმა მოსწავლეებმა   დაიწყეს საგანმანათლებლო ციფრული პროგრამების შესწავლა. ,, ციფრული მხარდამჭერები" მუშაობენ code.org -სა და  scratch.mit.edu-ში, ეცნობიან ბლოგის შექმნის პროცესს. ველოდებით მათ მიერ შექმნილი რესურსების პრეზენტაციას. 



გაზიარება:

ციფრული გაკვეთილი VIII კლასში და ზღვა ემოცია

Made with Padlet
გაზიარება:

,, ციფრულ მხარდამჭერთა" გუნდის დახმარებით ჩატარებული გაკვეთილები

      ონლაინ ინტერაქტიული თამაშებით ჩატარებულმა  გაკვეთილებმა kahoot-ის გამოყენებით საოცარი ემოცია გამოიწვია მოსწავლეებში. მე კი, როგორც ,, ციფრული მხარდამჭერი", ვუზრუნველყოფდი ტექნიკურ გამართულობას.




გაზიარება:

,, ციფრულ მხარდამჭერთა " გუნდი ციფრულ პროექტში

    სასიამოვნო სიახლე იყო ჩვენი სკოლის ციფრულ პროექტში ჩართვა.
 ,, ციფრულ მხარდამჭერთა " გუნდში მოხვედრა დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის.
ჩემი მიზანია დავხმარებოდი მასწავლებლებს საგანმანათლებლო ციფრული რესურსების გამოყენებაში..
    მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისოა.
    პედაგოგები ჩვენი დახმარებით სწავლობენ ონლაინ ინტერაქტიულ თამაშებს ვებ-გვერდ kahoot.com-ის გამოყენებით. ისინი საინტერესოს და სახალისოს ხდიან გაკვეთილებს.
    როლების გაცვლამ საოცარი განწყობა და სტიმული შეგვიქმნა ჩვენც და მასწავლებლებსაც


გაზიარება:

2019 -2020 სასწავლო წლის ციფრული სტრატეგია



შეფასებისთვის გამოყენებულია პორტალი https://dgmirror.emis.ge
გაზიარება:

ციფრული კომუნიკაცია ეფექტური თანამშრომლობისთვის


     ლიდერთა გუნდმა დავასრულეთ პროექტის დიზაინზე მუშაობა. გავიარეთ აღმოჩენის, ინტერპრეტაციისა და იდეის შემუშავების ფაზები. ვიწყებთ ექსპერიმენტისა და პროექტის განვითარების ფაზებზე მუშაობას.
წარმატება ჩვენს იდეას!



გაზიარება:

ვსწავლობთ თამაშით - პირველი ნაბიჯები, ბავშვების საოცარი ემოციები და ჩართულობა

     ახალი სკოლის მოდელისა და ციფრული ტექნოლოგიების სასკოლო პრაქტიკაში დანერგვის ფარგლებში, მეორე კლასის მოსწავლეები გაეცნენ სასწავლო პროგრამას "ვსწავლობთ თამაშით"
      მოზარდები ხალისით ჩაერთნენ სასწავლო პროცესში და შექმნეს პირველი ნამუშევრები თავიანთი ფანტაზიის მიხედვით.
     აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სხვადასხვა საგნის ხალისით შესწავლას, მოსწავლეები შეძლებენ თემატური პროდუქტის შექმნას, ხოლო სწავლების პროცესი ხალისიანი და მოტივირებული გახდება.
გაზიარება:

ციფრულ სტრატეგიაზე მუშაობა

 2019 წლის 14 აპრილი.."ციფრული სკოლა საქართველო" ტრენინგი N3. 
ლიდერთა გუნდი შევიდა ციფრული სტრატეგიების გაწერის აქტიურ ფაზაში.

გაზიარება:

ინოვაციური საპილოტე პროექტის სამიზნე ჯგუფების გამოკითხვა

    ინოვაციური საპილოტე პროექტის სამიზნე ჯგუფების გამოკვეთის მიზნით ჩატარდა გამოკითხვა , რომელმაც გამოავლინა მასწავლებლების და მოსწავლეების ციფრული საჭიროებები , შესაძლებლობები და ინტერესები.

მასწავლებლები

გაზიარება:

ევროპული სკოლა - შთაგონებისთვის გამორჩეული გარემო

    ახალი ციფრული გამოწვევებისა და სწავლების პროცესის ეფექტურობისათვის, 45-ე საჯარო სკოლის ლიდერთა გუნდი ვეწვიეთ ევროპულ სკოლას.
    ვიზიტის მიზანი იყო, იმ ტექნოლოგიების ნახვა, სწავლების თანამედროვე მიდგომების გაზიარება, რომელიც გამოყენებული აქვს ევროპულ სკოლას.
    შთაგონებისათვის მოვინახულეთ ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სმარტ ოთახი და ფაბლაბი, გავეცანით ტექნოლოგიებს რომლებსაც იყენებენ სასწავლო პროცესში.
    თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს: დავით ნოზაძემ, შორენა აბესაძემ და ნინო ჩიხლაძემ. მათ აღნიშნეს, რომ დიდი შრომა და ენთუზიაზმი იყო საჭირო იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიეღწიათ დასახული მიზნისთვის.
    ევროპული სკოლა და მათი თანამშრომლები არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გახდეს წარმატებული და მოთხოვნადი დაწესებულება.
    ვფიქრობთ, ჩვენს სკოლასაც აქვს უნარი და პერსპექტივა გახდეს მზარდი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სწავლებაში თანამედროვე მიდგომების დანერგვის სკოლა.

გაზიარება:

ციფრული სკოლა ეს მომავლის სკოლაა

ინტერვიუ ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მრჩეველთან
 ქალბატონ ულლა კამპთან.

   სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის ლიდერთა გუნდი მუშაობს ციფრული სტრატეგიის დიზაინზე. შთაგონებისთვის დავგეგმეთ ინტერვიუ ულლა კამპთან. იგი გახლავთ ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მრჩეველი და საქართველოში იმყოფებოდა მისიით გაეცნო ქართველებისთვის ესტონეთისა და სხვა ევროპული სკოლების გამოცდილება.
  მოვახერხეთ ქალბატონ ულლასთან გასაუბრება, ჩვენთვის საინტერესო თემაზე, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. მან აღნიშნა, რომ ესტონეთში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლებში და მოხარულია, რომ ამ პრაქტიკის გაზიარება მოხდება საქართველოშიც.
     მთავარი მესიჯები, რომელიც ქალბატონ ულლასგან მივიღეთ:
  ესტონეთის სკოლებში ციფრული ტექნოლოგიების სწავლება სხვა საგნებთან ინტეგრირებულად ხდება. თავდაპირველად ამ პროცესში ჩართვა ესტონელ მასწავლებლებსაც გაუჭირდათ, რადგან ისინი მიჩვეული იყვნენ ძველ ტრადიციულ მეთოდებს, არ იცნობდნენ ციფრულ ტექნოლოგიებს, მათ არ უნდოდათ თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. რაც შეეხება მოსწავლეთა მზაობას, უფრო მაღალი იყო, მათ მეტი იცოდნენ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. ამიტომ, კარგი იქნება მოსწავლეთა ცოდნის გამოყენება ამ მიმართულებით, რადგან წარმატებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა.
   სკოლამ მუდმივად უნდა იზრუნოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ციფრული კომპეტენციის ამაღლებაზე.
   იმისათვის , რომ სკოლა გაძლიერდეს , საჭიროა დაიწეროს სკოლის ციფრული ხედვა, კონკრეტულად, საგნობრივად გაწერილი, ვიზუალურად კარგად აღსაქმელი.ამ პროცესში უნდა ჩაერთვნენ სხვადასხვა სპეციალისტები. სკოლამ კარგად უნდა გაანალიზოს სად არის, საით მიდის, და სად უნდა მივიდეს.
  აუცილებლად დაცული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესი. მასწავლებელი წინასწარ უნდა მოემზადოს როგორი რესურსებით შევა მოსწავლეებთან . მასწავლებელი თავად არის პასუხისმგებელი იდენტიფიცირება მოახდინოს იმ პრობლემებისა, კომპეტენციების უნარებისა, რომლის გაძლიერებაც სურს წლის განმავლობაში.
    ციფრული სკოლა - ეს მომავლის სკოლაა.
         
გაზიარება:

ვიდეო რგოლი

საინტერესო

გამოკითხვა

ბოლო პოსტები

გამომწერები

არქივი