ვიზიტის მიზანი იყო, იმ ტექნოლოგიების ნახვა, სწავლების თანამედროვე მიდგომების გაზიარება, რომელიც გამოყენებული აქვს ევროპულ სკოლას.
შთაგონებისათვის მოვინახულეთ ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სმარტ ოთახი და ფაბლაბი, გავეცანით ტექნოლოგიებს რომლებსაც იყენებენ სასწავლო პროცესში.
თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს: დავით ნოზაძემ, შორენა აბესაძემ და ნინო ჩიხლაძემ. მათ აღნიშნეს, რომ დიდი შრომა და ენთუზიაზმი იყო საჭირო იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიეღწიათ დასახული მიზნისთვის.
ევროპული სკოლა და მათი თანამშრომლები არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გახდეს წარმატებული და მოთხოვნადი დაწესებულება.
ვფიქრობთ, ჩვენს სკოლასაც აქვს უნარი და პერსპექტივა გახდეს მზარდი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სწავლებაში თანამედროვე მიდგომების დანერგვის სკოლა.
ძალიან კარგი და ლამაზი გარემოა იმედია 45-ე სკოლაშიც განავითარებენ ტექნოლოგიებს გარემოს და სხვას.
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteძალიან მიხარია ციფრული სწავლება/სკოლა ჩვენს კლასებში
ReplyDeleteმოხარული ვარ რომ საქათველოშიც გაჩნდა იდეა ციფრულ სკოლებზე. ასევე მიხარია რომ 45-ე სკოლაშიც მალე ვიხილავთ ამ პროექტს. ჩემი აზრით ძალიან კარგი პროექტია. :)
ReplyDeleteძალიან მაგარია ერთი სული მაქვს როდის მოვა ესეთი სწავლება ჩვენამდე
ReplyDeleteძალიან მიხარია, რომ ჩემს სკოლაში მსგავსი პროექტი ხორციელდება. მე ყოველთვის მომწონდა ამ სკოლაში სიარული, მისი თბილი ატმოსფეროსა და მიზანდასახული, მშრომელი მასწავლებლებისა თუ მოსწავლეების გამო. ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია ჩვენი სკოლაშიც იყოს ისეთი ლაბორატორიები, როგორიც ევროპულ სკოლაში. და თუმცა ეს შრომატევადი პროცესია, მჯერა რომ ჩვენი შემართებით ამას მივაღწევთ.
ReplyDeleteჩემი აზრით თანამედროვე განათლების ეს ფორმა ანუ ციფრული სწავლება არის უნიკალური შესაძლებლობაა მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისათვის, რათა განავითარონ სწავლების პროცესი. მინდა რომ ჩვენ სკოლაშიც იყოს ისეთი ლაბორატორიები, როგორიცაა ევროპულ სკოლაში. მოსწავლეებისთვისაც სტიმული იქნება, რომ უკეთესი განათლება მიიღონ.
ReplyDelete