ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლა

,,ციფრული სკოლა-ცხოვრების სკოლა" პროექტზე მომუშავე გუნდი- ციფრული მხარდამჭერები, ლიდერთა გუნდი, ნოვატორი მასწავლებლები.

ვსწავლობთ თამაშით - პირველი ნაბიჯები, ბავშვების საოცარი ემოციები და ჩართულობა

     ახალი სკოლის მოდელისა და ციფრული ტექნოლოგიების სასკოლო პრაქტიკაში დანერგვის ფარგლებში, მეორე კლასის მოსწავლეები გაეცნენ სასწავლო პროგრამას "ვსწავლობთ თამაშით"
      მოზარდები ხალისით ჩაერთნენ სასწავლო პროცესში და შექმნეს პირველი ნამუშევრები თავიანთი ფანტაზიის მიხედვით.
     აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სხვადასხვა საგნის ხალისით შესწავლას, მოსწავლეები შეძლებენ თემატური პროდუქტის შექმნას, ხოლო სწავლების პროცესი ხალისიანი და მოტივირებული გახდება.
გაზიარება:

13 comments:

  1. მომწონს რომ ბავშვები სწავლობენ ახალი ტექნოლოგიებით. მიხარია რომ ჩვენი სკოლა წინ მიიწევს და ბავშვებს უქმნიან კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს.

    ReplyDelete
  2. მიხარიამ რომ ჩვენი სკოლა ჩართულია "ციფრული სკოლის" პროექტში, რამაც ჩვენი გაკვეთილები გახადა უფრო ხალისიანი და ეფექტური.

    ReplyDelete
  3. ასეთ ასაკიდან თუ ისწავლიან კომპიუტერის გამოყენებას ეს ძალიან კარგი იქნება მათი და ჩვენი მომავლისათვის იმედია კიდევ ბევრი ასეთი პროექტი ჩატარდება

    ReplyDelete
  4. ძალიან მაგარია იმედი მაქვს ამ სკოლაშიც იგივე გამეორდება

    ReplyDelete
  5. რა სასიამოვნო და სახალისო იყო თქვენთან მუშაობა!

    ReplyDelete
  6. ჩემი ბავშვების დიდი ინტერესი და ჩართულობა. სიახლეები და საინტერესო ფინალის მოლოდინი მათ სასკოლო ცხოვრებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. წარმატებები თქვენ, ჩემო მერცხლებო და 45-ე სკოლას.

    ReplyDelete
  7. მოსწავლეები დიდი ინტერესით და ხალისით შეხვდნენ სიახლეებს,სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და ნაყოფიერი გახდა.მოხარული ვარ, რომ ჩვენი სკოლა ჩართულია ამ პროექტში.

    ReplyDelete
  8. მიხარია და მომწონს, რომ ვიწყებთ ტექნოლოგიების ინტენსიურ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში. აღნიშნული პროგრამა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა, რაც უკვე წინაპირობაა ეფექტიანი სწავლა-სწავლებისა. ბავშვები პროექტის ფარგლებში ბევრ უნარს იძენენ/ივითარებენ, ეს კი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

    ReplyDelete
  9. სასწავლო პროგრამამ ,,ვსწავლობთ თამაშით"გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და უკეთესად წარმოაჩინა მათი შესაძლებლობები, განსაკუთრებით ფანტაზიის კუთხით.

    ReplyDelete
  10. სასიამოვნო ამბავია, რადგან ჩვენი სკოლის პატარა მოსწავლეები ისწავლიან ახალ ტექნოლოგიებს. მათი განვითარება კი ჩვენი სამშობლოს და სკოლის განვითარებაა. მათ ასეთი მხიარული შემეცნებითი გაკვეთილები უფრო ანდომებთ სწავლას და განვითარებას. წარმატებები...

    ReplyDelete
  11. წარმატებები, ყველას და იმედია ეს პროგრამა ძალიან სახალისო და გამოსაყენებადი იქნება!

    ReplyDelete
  12. ძალიან მომეწონა ეს პროგრამა

    ReplyDelete


ვიდეო რგოლი

საინტერესო

გამოკითხვა

ბოლო პოსტები

გამომწერები

არქივი