ინტერვიუ ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მრჩეველთან
ქალბატონ ულლა კამპთან.
ქალბატონ ულლა კამპთან.

მოვახერხეთ ქალბატონ ულლასთან გასაუბრება, ჩვენთვის საინტერესო თემაზე, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. მან აღნიშნა, რომ ესტონეთში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლებში და მოხარულია, რომ ამ პრაქტიკის გაზიარება მოხდება საქართველოშიც.
მთავარი მესიჯები, რომელიც ქალბატონ ულლასგან მივიღეთ:
ესტონეთის სკოლებში ციფრული ტექნოლოგიების სწავლება სხვა საგნებთან ინტეგრირებულად ხდება. თავდაპირველად ამ პროცესში ჩართვა ესტონელ მასწავლებლებსაც გაუჭირდათ, რადგან ისინი მიჩვეული იყვნენ ძველ ტრადიციულ მეთოდებს, არ იცნობდნენ ციფრულ ტექნოლოგიებს, მათ არ უნდოდათ თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. რაც შეეხება მოსწავლეთა მზაობას, უფრო მაღალი იყო, მათ მეტი იცოდნენ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. ამიტომ, კარგი იქნება მოსწავლეთა ცოდნის გამოყენება ამ მიმართულებით, რადგან წარმატებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა.
სკოლამ მუდმივად უნდა იზრუნოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ციფრული კომპეტენციის ამაღლებაზე.

აუცილებლად დაცული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესი. მასწავლებელი წინასწარ უნდა მოემზადოს როგორი რესურსებით შევა მოსწავლეებთან . მასწავლებელი თავად არის პასუხისმგებელი იდენტიფიცირება მოახდინოს იმ პრობლემებისა, კომპეტენციების უნარებისა, რომლის გაძლიერებაც სურს წლის განმავლობაში.
ციფრული სკოლა - ეს მომავლის სკოლაა.
ძალიან კარგია რომ ჩვენი სკოლა ასეთ პროექტშია ჩართული და ასე ზრუნავს ჩვენი,მოსწავლეების გარემოზე. იმედი მაქვს ეს ყველაფერი მალე დაინერგება.
ReplyDeleteძალიან კარგი პროექტია და ძალიან მიხარია რომ ჩვენს სკოლაშიც დაიწყო ეს ყველაფერი,კარგია რომ ჩვენი სკოლა აქტიურად ურთიერთობს საზღვარგარეთ მდებარე ევროპული სკოლების დირექტორებთან და დაცულია მოსწავლეთა ინტერესები!ციფრული სკოლა-ეს მომავალის სკოლაა!
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteძალიან კარგია ,რომ ჩვენი სკოლა ამ პროექტშია ჩართული.აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სხვადასხვა საგნის ხალისით შესწავლას,მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი ხალისიანი და მოტივირებული გახდება
ReplyDeleteძალიან მაგარი სიახლეა, ჩვენი სკოლა ნამდვილად არის ლიდერი ყველა წამოწყებაში წარმატებებს გისურვებთ
ReplyDelete